20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა

სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში 20-წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა მოჭიდავეებმა, აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

ტურნირის ფინალში იჭიდავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა ანრი ხოზრევანიძე (63 კგ). კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს პრიზიორი თორნიკე მიქელაძე (77კგ) გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები