კორეაში გამართულ მსოფლიო ღია ჩელენჯერზე საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა

სამხრეთ კორეაში გამართულ მსოფლიო ღია ჩელენჯერზე საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა

ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ლია ჩაჩიბაია და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

ჯაფარიძემ საფინალო ბრძოლაში აზიის ჩემპიონი, მონღოლი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ჩაჩიბაიამ მასპინძელ კორეელ პარასპორტსმენს მოუგო, ნიკოლაძემ კი რეიტინგის ლიდერ იაპონელ მოწინააღმდეგეს აჯობა.

საქართველოს ნაკრები სამი მედლით ბრუნდება საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები