საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზა

რიგა პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირს მასპინძლობს. ტურნირზე პირველად იასპარეზა საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა. ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა ეროვნულმა გუნდმა ფილიპინების ნაკრებთან გამართა და მეტოქეს ანგარიშით 96:94 სძლია, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა მხოლოდ 2 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს, რაც ნახევარფინალში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩვენი ნაკრები ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ ლატვიის ნაკრებთან პირველი მატჩი ანგარიშით 55:83 დათმო, ფილიპინების ნაკრებმა კი ლატვიას 89:80 სძლია, რის გამოც საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალში ასპარეზობისთვის ფილიპინელებთან  19-ქულიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა.

ლატვიის გარდა, ექვსგუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები იმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები