ნია ჯიშკარიანი სწავლას ქალაქ სეულში, Korea University-ში გააგრძელებს

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების კურსდამთავრებული ნია ჯიშკარიანი სწავლას ქალაქ სეულში, Korea University-ში გააგრძელებს. ეს უნივერსიტეტი სამხრეთ კორეის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია.

„ნია სექტემბრიდან International Studies-ის სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო ვაჭრობის (International Commerce) მიმართულებით ისწავლის. მან გაიარა მრავალეტაპიანი შერჩევა კორეის სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად და მისი სწავლისა და ცხოვრების სრულ საფასურს სამხრეთ კორეის სახელმწიფო პროგრამა (GKS) დაფარავს.

ნია უკვე ფლობს კორეული ენის C2 სერტიფიკატს, რაც ათავისუფლებს მას დამატებითი ენის პროგრამისგან და აძლევს საშუალებას პირდაპირ შეუდგეს სწავლას კორეულ ენაზე”, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები