ემილი სამსონაძე – ქართველი გოგო, რომელმაც ალპებში 19 თოკი იცოცა
21 ივნისს ემილი სამსონიძემ და პიტერ მიტჩელმა წყვილში იცოცეს მთა Wilder Kaiser ალპები, რომელიც მდებარეობს ავსტრია-გერმანიის საზღვარზე, ჩრდილოეთ ნაწილში. ზღვის დონიდან 3500მ-ზე.
მარშრუტი Klettergeheimnis, იცოცეს 650მ 19 თოკი, ტექნიკური გასვლა, ჯამური სირთულე 5C.
20 ივნისს დაბანაკდნენ Hans Berger Haus- ში, რომელიც მდებარეობს 936მ-ზე.
“მარშრუტის რაღაც ნაწილი იყო ეგრეთ წოდებული „პითონებით“ დაშლამბურებული. 11 თოკი თავისუფლად და კარგ ამინდში იცოცეს, მაგრამ როდესაც დაასრულეს 12 თოკის ცოცვა და ემილი მეწყვილეს ელოდებოდა, ამინდი საგრძნობლად გაფუჭდა, ჩამოწვა ნისლი და კოკისპირულ წვიმაში მოუწიათ ცოცვის გაგრძელება
მათი გეგმა იყო 4 დღე ყოფილიყვნენ ალპებში და თითო დღის დასვენებით ეცოცათ მარშრუტები, შემდეგი მარშრუტი უნდა ყოფილიყო Via Aqua 24 თოკი, თუმცა ამინდმა ძალიან შეუშალათ ხელი და შემდეგი გეგმისთვის შემოინახეს”, – ნათქვამია საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პიტერ მიტჩელი არის გერმანიის ალპური კლუბის C კატეგორიის ტრენერი და ალპინისტი, უკვე 8 წელია ალპინიზმით არის დაკავებული, ასევე არის დამფუძნებელი ბერლინში Lernlabor. Berlin-ის, რომელიც მოიცავს პრაქტიკული კურსის სწავლებას და კვლევას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.