ანი კლდიაშვილი სწავლას ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლსის სახელობის უნივერსიტეტში აგრძელებს

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ანი კლდიაშვილი სწავლას ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლსის სახელობის უნივერსიტეტში აგრძელებს. ის სოციოკულტურული ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის.

ანის შეთავაზება ჰქონდა აგრეთვე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ირანოლოგიის პროგრამიდან და ერფურტის უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების მიმართულებიდან, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროგრამაზე შეაჩერა.

ანის საკვლევი თემა, საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, აჭარული ისლამის კულტურული და რელიგიური მახასიათებლები იყო. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა ჰაიდელბერგში სწავლის გაგრძელება, რადგან ამ პროგრამის ძირითადი ფოკუსი კვლევისას აღმოსავლეთი, სამხრეთი აზია და ოკეანეთია. პროგრამა აღრმავებს თეორიულ, მეთოდოლოგიურ და რეგიონალურ ცოდნას ამ მიმართულებით და სტუდენტებს აწვდის ინსტრუმენტებს, რომლებიც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად თუ სოციოკულტურული საკითხების სიღრმისეული ანალიზისთვისაა საჭირო.

ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლსის სახელობის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება კი ანის სამომავლოდ დაეხმარება აღმოსავლური კულტურისა თუ რწმენა-წარმოდგენების მიმართულებით საკუთარი კვლევების წარმოებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები