ქართველი ნიჩბოსანი გია გაბედავა ევროპის ჩემპიონია
სლოვაკეთმა ახალგაზრდებს შორის ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა გია გაბედავამ, რომელმაც 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ნიჩბოსანმა ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 39,980 წამში დაფარა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი პოლონელს ერგო, მესამე ადგილი კი ჩეხმა სპორტსმენმა დაიკავა.