მამუკა კორძაია საპლაჟო ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მეორე ეტაპის ჩემპიონია
მამუკა კორძაია (+90 კგ) მსოფლიო სერიის მეორე ეტაპის ჩემპიონია!
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წევრ სახეობაში – საპლაჟო ჭიდაობაში, საფრანგეთში გამართული შეჯიბრება ქართველი მძიმეწონოსანის ტრიუმფით დაგვირგვინდა.
ამ გამარჯვებით, მამუკა კორძაიამ მსოფლიოს რეიტინგში ლიდერის პოზიცია გაინაღდა. წინ კიდევ სამი ეტაპია.