„თეატრალური იმერეთი – 2024“ -ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა

საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი – 2024“ -ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა საუკეთესო სპექტაკლისთვის – “აზნაურები“  (რეჟისორი გოჩა კაპანაძე)

პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები დასახელდნენ.

ფესტივალის ფარგლებში ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმერეთის 20-მდე პროფესიული, სამოქალაქო და სახალხო თეატრი მონაწილეობდა, გარდა ამისა სტუმრის სტატუსით ჩაერთო მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები.

იმერეთის თეატრალური ფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. რეჟისორები და მსახიობები პუბლიკის წინაშე კომედიური, ტრაგედიულიი, დრამატული, ტრაგიკომიკური და სხვა ხასიათის სპექტაკლებით წარდგნენ.

საერთაშორისო ფესტივალი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით, ასევე კულტურისა და სპორტის განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. საერთაშორისო ფესტივალის მე-15 სეზონი საზეიმოდ დაიხურა.

საერთაშორისო ფესტივალის “თეატრალური იმერეთი – 2024“ ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

  1. ნომინაცია – საუკეთესო სპექტაკლი – “აზნაურები“ რეჟისორი გოჩა კაპანაძე (ხონის სახალხო თეატრი)
  2. ნომინაცია – საუკეთესო რეჟისურა – “ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“ რეჟისორი მამუკა ცერცვაძე (თერჯოლის სახალხო თეატრი)
  3. ნომინაცია – საუკეთესო სცენოგრაფია – “გაკვეთილი“ ვანის სახალხო თეატრი და “პალატა N 6“ სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულ თეატრი
  4. ნომინაცია – საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – “ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი)
  5. ნომინაცია – ქალის მთავარი როლი – ირინე ჩხეიძე “ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი)
  6. ნომინაცია – მამაკაცის მთავარი როლი – სოსო კოტორეიშვილი “ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი)
  7. საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი – გიორგი შენგელია “პალატა N6“ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი) და გიორგი ბუბუტეიშვილი “გაკვეთილი“
  8. საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი – თეონა ლომსიანიძე “ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი) და მარიამ ბუტილი “პალატა N6“( სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი)
  9. ნომინაცია – ქალის ეპიზოდური როლი – ლუიზა კიკნაძე “ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი)
  10. საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი – დავით ჭყოიძე “ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი)
  11. ნომინაცია – საუკეთესო ქორეოგრაფია -,, ირინეს ბედნიერება “ბაღდათის სახალხო თეატრი და “ბაკულას ღორები“ წყალტუბოს სახალხო თეატრი
  12. ჟიურის სპეციალური პრიზი – საჩხერის სახალხო თეატრი “ნატვრის ხე“ და ტყიბულის სახალხო თეატრს “როგორ გადავიქეცი ამანათად“
  13. ჟიურის და ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის სპეციალური პრიზი – წყალტუბოს თეატრის მსახიობს სერგო კირკიტაძეს გალაკტიონის როლის ორიგინალურად შესრულებისთვის დ.კლდიაშვილის “ბაკულას ღორები“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები