ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე – საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია!

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გამარჯვება მოიპოვა. პორტუგალიის ნაკრებს  2:0 მოუგო და ისტორია დაწერა – პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდნენ!

მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენს გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და მოედანზე დიდი შემართებით გავიდნენ და მეორე წუთზე მიქაუტაძის პასით კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში პორტუგალიელებმა ლოჩოშვილი  საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და საქართველო დაწინაურდა ანგარიშით 2:0.

3 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გიორგი მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები