ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სუმოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს

პოლონეთში, ევროპის ჩემპიონატზე, ჭაბუკმა სუმოისტებმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს. ამ ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები 4 სუმოისტით იყო წარმოდგენილი და მათ 5 მედალი – 2 ოქრო 🥇 2 ვერცხლი 🥈 და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.

გამორჩეულად იასპარეზა დავით აქუბარდიამ. მან თავის წონით კატეგორიაში 90 კგ-ში პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მან ასევე იასპარეზა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, სადაც მასზე ბევრად მძიმე წონის სუმოისტები ასპარეზობდნენ და ამ წონაშიც ოქროს მედალი მოიპოვა.

ერთი ნაბიჯი დააკლდა ასაკით ყველაზე პატარა მონაწილე დავით აბალაკს ჩემპიონობამდე. მან მძიმე (+100კგ) წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დავით აქუბარდიამ და დავით აბალაკმა, ნიკოლოზ აქუბარდიასთან და ზურაბ მამულაძესთან ერთად იასპარეზეს გუნდურ დაპირისპირებაში, სადაც ვიცეჩემპიონები გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები