აშშ-ში, გამოფენაზე „Vinexpo America“ ქართული ღვინო 20-მა კომპანიამ წარადგინა

ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo America“ ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინეს.

მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

„Vinexpo America“-ში მონაწილეობით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს ღვინის ბაზარზე არსებულ ახალ ტენდენციებს და გამოწვევებს გაეცნონ, მოიძიონ სავაჭრო პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს  და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები.

გამოფენის დღეებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის „Colangelo&Partners” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები