ჯუმბერ ბეკოშვილი ევროპის ვიცეჩემპიონია

სალონიკში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე  (U17) საქართველოს ნაკრებიდან ჯუმბერ ბეკოშვილმა (89 კგ.) ასპარეზობა დაასრულა.

ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით  ატაცში  125 / 129 / 133 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.

ბეკოშვილმა აკვრაში დაძლეული 152 / 157 / 159 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცეჩემპიონია.  ორჭიდში მოგროვილი 292 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები