საფრანგეთის ჩემპიონატზე ნიკა ჭიჭიაშვილმა თავისი კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და საქართველოს ახალი რეკორდიც დაამყარა
საფრანგეთის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს რეკორდსმენმა ნიკა ჭიჭიაშვილმა 100 მ. ბატერფლაით ცურვაში თავისი კარიერის საუკეთესო შედეგი 0:53.52 დააფიქსირა და საქართველოს ახალი რეკორდიც დაამყარა, გააუმჯობესა რა მის მიერვე ნაჩვენები შედეგი(0:54.55).
ნიკამ 788 ქულა მოიპოვა და საქართველოს მიმდინარე აბსოლუტურ რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.