“სფიჩი” და პლატფორმა “Emocen.com” ემიგრანტებს ფსიქიატრიის უფასო ონლაინ კურსებზე იწვევს
“სფიჩი” და პლატფორმა “Emocen.com” იწყებს ერთობლივი პროექტს – ფსიქიატრიის ონლაინ კურსი.
კურსს გერმანიაში მცხოვრები ფსიქიატრ/ფსიქოთერაპევტი თორნიკე გაგოშიძე გაუძღვება.
სოფო ჯაჯანაშვილი – „სფიჩის“ ერთ – ერთი დამფუძნებელი: „ჩვენ მოვამზადეთ სტატია თორნიკესთან. მას ჰქონდა იდეა დახმარებოდა და თავისი ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა ქართველ ემიგრანტებისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის. ჩვენი პლატფორმა სწორედ ამას ემსახურება, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა თავიანთი გამოცდილების ინვესტირება მოახდინონ საქართველოში, ამიტომ ჩვენ მას ჩვენი პლატფორმა შევთავაზეთ, შესაბამისად გავავრცელეთ ეს ინფორმაცია და ხელს ვუწყობთ შეხვედრის ორგანიზებას, რომ მან დაამყაროს კომუნიკაცია როგორც ემიგრანტებთან, ასევე საქართველოში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებთან”.
“სფიჩის” და პლატფორმის “Emocen.com” მიერ ამ ეტაპზე დაგეგმილია 3 შეხვედრა:
6 ივლისი – 19 საათი:
დეპრესია და შფოთვითი აშლილობები
7 ივლისი – 19 საათი:
ბიპოლარული დარღვევები
13 ივლისი – 19 საათი:
ნარკოტიკებით და ალკოჰოლით გამოწვეული ფსიქოზური აშლილობები.
ონლინ კურსზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 15-30 ივნისამდე – infospeechnews@gmail.co
დასწრება უფასოა.
ფსიქიატრ-ფსიქოთერაპევტი თორნიკე გაგოშიძე გერმანიაში ლიცენზირებული ექიმია და სამედიცინო საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. მან წარმატებით გაიარა პროფესიული მომზადების ყველა საფეხური, რომელსაც ბერლინის, მიუნხენის, ჰამბურგის თუ სხვა წამყავნ კლინიკებში დასაქმებული ფსიქიატრ-ფსიქოთერაპევტები გადიან. ის ამჟამად მუშაობს, გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული კლინიკების ქსელის, SRH Holding-ის, გადაუდებელი ფსიქიატრიის, ფსიქოთერაპიისა და გერონტოფსიქიატრიის უფროს ექიმად (Oberarzt). ამავდროულად ზრუნავს, SRH კლინიკებში დასაქმებული, ახალგაზრდა გერმანელი ექიმებისა და ფსიქოთერაპევტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
გარდა გერმანული ლიცენზიისა, ის ფლობს ქართულ და არაბეთის გაერთიანებული საამიროების (დუბაი, აბუ-დაბი) სამედიცინო ლიცენზიებს.