„ევროპული სკოლის“ მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადებზე

Genius ოლიმპიადამ, რომელსაც როჩესტერის ტექნოლოგიების ინსტიტუტი მასპინძლობდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასზე მეტ უფროსკლასელს მოუყარა თავი. საქართველოს გუნდი, რომელსაც „ევროპული სკოლის“ რობოტიკის მასწავლებელი დავით ნოზაძე ხელმძღვანელობდა, რობოტიკის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს „ევროპული სკოლის“ რობოტიკის კლუბის წევრებმა ნატალი ნოზაძემ (მე-8 კლ.) და ნიკოლოზ დანელიამ(მე-9 კლ.).

მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ „ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს: ანა ნოზაძეს(მე-10კლ.), თორნიკე დანელიასა(მე-7 კლ.) და ვახტანგ ლემონჯავას(მე-9 კლ.).

Genius ოლიმპიადის მედლები და ჯილდოები ერთ-ერთი ყველაზე აღიარებულია მსოფლიოში.

ასევე, პირველად საქართველოდან,  „ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მოსწავლეებმა სერაფიმა პატარკაციშვილმა, საბა რობაქიძემ, გიორგი ხარჩილავამ, ანდრიუს დრანსეიკამ, ნიკოლას ბაბიკმა, ისგანდარ მამადლიმ და ისმაილ მამადლიმ  მონაწილეობა მიიღეს სინგაპურის StemCo ოლიმპიადის გლობალურ რაუნდში. StemCo პრესტიჟული კონკურსია, რომელშიც 12 ქვეყნის 50 სკოლის 150-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები