ანა ბაიაძე ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას
ანა ბაიაძე University of Oxford-ში სამართლისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით განაგრძობს სწავლას.ამის შესახებ ინფორმაციას ანა თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„მეგობრებო, უზომოდ ბედნიერი ვარ და თქვენც გიზიარებთ:
მარტში University of Oxford-დან მივიღე ჩარიცხვის წერილი MSc in Law and Finance პროგრამაზე. დღეს უკვე მომივიდა Weidenfeld-Hoffmann Trust-ისა და თავად ოქსფორდის ერთობლივი, სრული დაფინანსება და სტიპენდია.
ძალიან მიხარია ეს მიღწევა და უზომოდ მადლიერი ვარ სამყაროსი – თითოეული შანსისა და ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მხარს მიჭერდა და მიჭერს ცხოვრების ყველა ეტაპზე“, – წერს ანა ბაიაძე.