ნია ჯიქია სწავლას კორნელის უნივერსიტეტში განაგრძობს

კომაროვის სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებული ნია ჯიქია სწავლას, სრული დაფინანსებით, კორნელის უნივერსიტეტში (Cornell University) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს.

კორნელის უნივერსიტეტი ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ითაკაში მდებარეობს და აშშ-ის პრესტიჟული Ivy League-ის 8 უნივერსიტეტს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. QS Top Universities-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ის მსოფლიოს მასშტაბით მე-13 ადგილს იკავებს.

Cornell University-ში სწავლის გადასახადი 384 000$-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები