მსოფლიოს 10 უძლიერესი ქალი სენტ-ლუისში შეიკრიბა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში სტარტი აიღო საჭადრაკო სამყაროში ყველაზე პრესტიჟულმა შეჯიბრებამ “კაირნსის თასმა” მსოფლიოს უძლიერესი ქალი – მოჭადრაკეების მონაწილეობით.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში პერსონალურად მიწვეულია და სასტარტო რეიტინგ-სიის მესამე ნომერია ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე.

სასტარტო სია:

  1. ტან ჟონგი (ჩინეთი; 2540);
  2. მარია მუზიჩუკი (უკრაინა; 2510);
  3. ნანა ძაგნიძე (საქართველო; 2506)
  4. ანა მუზიჩუკი (უკრაინა; 2505);
  5. ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია; 2501)
  6. ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი; 2489);
  7. ელიზაბეტ პეტცი (გერმანია; 2457);
  8. ირინა კრაში (აშშ; 2415);
  9. ალის ლი (აშშ; 2368);
  10. 10.ანა ზატონსკიხი (აშშ; 2327).

ტურნირი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართება. ასპარეზობის საპრიზო ფონდი – $200,000 შეადგენს:

I ადგილი – 50,000$; II ადგილი – 40,000$; III ადგილი – 30,000$; …   X  ადგილი – 7 000$

სათამაშო დღეები: 13 – 17  ივნისი; 19- 22 ივნისი; დასვენების დღე: 18 ივნისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები