ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური მადრიდის ღია პირველობის ჩემპიონია

ძიუდოისტთა მადრიდის ღია პირველობაზე, რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე ბოლო ტურნირი გახლდათ, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) საშეჯიბრებო ბადე წარმატებით გაიარა. დაამარცხა ბერძენი და ფრანგი მეტოქეები. მეოთხედფინალში მოუგო ასევე ფრანგ მოწინააღმდეგეს, ნახევარფინალში – სლოვაკ ალექს ბარტოს, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ასევე ფრანგ პოლ ლივოლს დაუპირისპირდა და ეფექტური გდებით გაიმარჯვა.

ოქროს მედალთან ახლოს იყო ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ), რომელმაც მოუგო ესპანელ, გერმანელ, უკრაინელ და ფრანგ მეტოქეებს, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში იპონით წააგო ფრანგ ამად არეგბასთან და მეორე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები