ლიზა ბათიაშვილს „ევროპული კულტურის“ პრიზი გადაეცა
ლიზა ბათიაშვილს მუსიკის კატეგორიაში „ევროპული კულტურის“ პრიზი გადაეცა.
გალაცერემონიას ლუქსემბურგის ფილარმონიამ უმასპინძლა, სადაც მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ახალი თაობის არტისტების მხარდაჭერისთვის დააჯილდოვეს.
დაჯილდოებაზე სპეციალურად იყო მოწვეული ცნობილი მუსიკოსი Tali (Tali Golergant).