ქართველმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს 7 მედალი მოიპოვეს

ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველების წარმატებული ასპარეზობა გრძელდება – ჩემპიონატის მეორე დღეს მედლებს დაეუფლნენ:

🥇ოქრო:

ნესტორ ხერგიანი (-73კგ)

დევიკო გობეჯიშვილი (-100კგ)

🥈ვერცხლი:

დავით უძილაური (-81კგ)

გიორგი მოდებაძე (-100კგ)

🥉ბრინჯაო:

ბადრი ბასოშვილი (-66კგ)

დათო მეშველიანი (-100კგ)

ირაკლი ახრახაძე (+100კგ)

აღსანიშნავია, რომ ქართული ფინალის გარეშე მეორე დღესაც არ ჩაუვლია, ოქრო და ვერცხლი -100 წონით კატეგორიაში ქართველმა ვეტერანებმა დევიკო გობეჯიშვილმა და გიორგი მოდებაძემ გაიყვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები