თბილისში მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024 გაიხსნა

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024 თბილისში დღეს გაიხსნა.

სამდღიანი ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება და მასში მსოფლიოს 8 ქვეყნის 200-მდე კომპანია მონაწილეობს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი დიდი და საშუალო  კომპანიები, მცირე მარნები, ასევე ღვინის ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები,  მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები.

გამოფენის WinExpo Georgia 2024 ფარგლებში,  რიგით მე-14 საერთაშორისო ღვინის კონკურსი Georgia International Wine Award გაიმართება – ღვინის საერთაშორისო ექსპერტები  220-მდე ღვინოს შეაფასებენ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან  7 კატეგორიაში. გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა ღვინის მაგისტრი, ღვინის მწერალი (Wine Writer),  ჰარპერსის, დეკანტერის და მრავლი სხვა გამოცემის ავტორი  ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები