ლადო ჭინჭარაულმა პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

დღეს ესპანეთში, ქ. გრანადაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 50 მეტრზე პარიზი 2024-ის ლიცენზია გათამაშდა, რომელიც ლადო ჭინჭარაულმა არავის დაუთმო. ლიცენზიის გარდა, ტურნირიდან ლადო ევროპის ვიცეჩემპიონის ტიტულით ბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშებისთვის საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ნაკრებს სპორტის 6 სახეობაში უკვე 13 გარანტირებული ლიცენზია აქვს, რაც უკვე ისტორიული შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები