ვერცხლის ლიგაზე საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშების ბოლო მატჩი „თბილისი არენაზე“ გამართა. ქართველმა ფრენბურთელებმა ისლანდიას უმასპინძლეს. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ოთხ სეტში ანგარიშით 3:1 (25-16, 21-25, 25-19, 25-15) დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ლუქსემბურგსა და ფარერის კუნძულების ნაკრებებს სძლია, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგება მიითვალა, მონტენეგროსა და ლატვიასთან კი მატჩები დათმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები