რუსთავში “ოქსიგენ ფესტი” (Oxygen/Fest) გაიხსნა
რუსთავში “ოქსიგენ ფესტი” (Oxygen/Fest) გაიხსნა. ოქსიგენის საფესტივალო სივრცე, სხვადასხვა აქტივობებით დაიტვირთება და სტუმრებს 7 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.
“Oxygen Fest”-ი რომელიც რუსთავში უკვე მესამედ ტარდება, ტრადიციულად თევზჭერის ფესტივალით გაიხსნა. 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე, თევზჭერის მოყვარულები ყოველ შაბათ-კვირას შეიკრიბებიან.
2 ივნისიდან “ოქსიგენის” საფესტივალო სივრცეში სტარტს ფესტივალის მუსიკალური ნაწილიც აიღებს. Oxygen Fest-ის მუსიკალური სივრცე, რომელიც წელს, რუსთავის პარკში ამფითეატრისა და რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება მოწყობილი, სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებსა და ფესტივალის სტუმრებს უმასპინძლებს. 14 ივნისიდან საფესტივალო სივრცეში ფეხბურთის გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატის მატჩების ერთად ყურების შესაძლებლობა ექნებათ.
5 ივლისიდან, კი ფესტივალის მთავარი დასკვნითი მუსიკალური ნაწილი დაიწყება და 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს “ოქსიგენ ფესტის” სტუმრებს.
„ოქსიგენი” რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული მასშტაბურობით იქნება გამორჩეული და მასში ქართული მუსიკალური ჯგუფების გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას.