„იარტ გალერეაში”, თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა წარმოგიდგენთ საერთაშორისო პროექტს „მონალიზას ღიმილი – საქართველო“
4 ივნისს, „იარტ გალერეაში”, FREE ART SPACE GALLERY – თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა წარმოგიდგენთ საერთაშორისო პროექტს „მონალიზას ღიმილი – საქართველო“, სადაც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მხატვრების ხელოვნების ნიმუშები, როგორც საქართველოდან აგრეთვე იტალიიდან, ამერიკიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.
„“მონა ლიზას ღიმილი“ დღემდე მსოფლიოსთვის ამოუცნობი და იდუმალია. ჩვენი კონცეფციაც სწორედ ამ იდუმალ ხელოვნების ნიმუშს ეძღვნება, ამაყები ვართ წარმოვადგინოთ პროექტი, როგორც საქართველოში, ასევე ლეონარდო და ვინჩის და მისი შედევრის მონალიზას სამშობლოში, იტალიაში.
27-28 აპრილს, ჩვენი პროექტის „მონა ლიზას ღიმილის“ ფარგლებში ჩატარდა ვირტუალური გამოფენა, სადაც მონაწილეობა მიიღო 81-მა ხელოვანმა საქართველოდან და ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა, ასევე უცხოელმა ხელოვანებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
4 ივნისის შემდეგ, ამავე პროექტის ფარგლებში, 18-19 ივლისს, იტალიაში, გალერეაში „PALAZZO VELLI EXPO’’ (მის:Piazza di S. Egidio 10, რომი, იტალია) გაიხსნება გამოფენა „მონალიზას ღიმილი – იტალია“, სადაც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მხატვრების ხელოვნების ნიმუშები, როგორც საქართველოდან, იტალიიდან, ასევე ამერიკიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან“, – განაცხადა ქართულ კვირასთან საუბრისას „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, დიანა რევაზიშვილმა.
„FREE ART SPACE GALLERY“ – „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა“ ხელოვანებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები ხელოვნებაში, როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, განურჩევლად სქესისა, რასისა, კანის ფერისა, რელიგიისა და განსხვავებული შეხედულებებისა, ასევე სოციალური სტატუსისა.
პროექტის ორგანიზატორია : ,,MONA LISA SMILE 2024″, დამფუძნებელი – დირექტორი: დიანა რევაზიშვილი, თანადამფუძნებელი – ნინო რევაზიშვილი.