1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
ზაფხულის პირველი დღე – 1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი დროშაც კი გააჩნია. ეს მწვანე ფერის დროშაა, რომლის ცენტრშიც გამოსახულია დედამიწა და მის გარშემო 5 სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურა.
დროშის მწვანე ფერი – ეს ჰარმონიის, სიცოცხლის და ნაყოფიერების ფერია.
დედამიწა – ეს ჩვენი საერთო სახლია, მისი ლურჯი ფერი სამყაროზე და იმ ერთიანობაზე მიგვანიშნებს, რომელიც მხოლოდ გაგებითა და სიყვარულით მიიღწევა.
ხუთი ფერის ადამიანის ფიგურა კი სხვადასხვა რასის ხალხს გვახსენებს. რომელთა შორის მხოლოდ მეგობრული კავშირი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში – მტრული. მათი ფეხების შეერთებისას წარმოქმნილი ვარსკვლავი კი ის დადებითი სხივია, რომელიც მსოფლიოს ადამიანთა კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობისას იკაშკაშებს. ხუთი სხვადასხვა ფერის წრე იმისი სიმბოლოა, რომ მთელს კაცობრიობას ერთი საწყისი აქვს.
თავში გამოსახული ადამიანის ლურჯი ფიგურა – ღმერთს გამოსახავს, რომელსაც ყველა თანაბრად უყვარს. ამიტომაც ჩვენ, ადამიანები – მასში განსახიერებულნი, ვალდებულნი ვართ კაცთმოყვარენი ვიყოთ, გვიყვარდეს ყველა, განურჩევლად მათი რასის, კანის ფერის, მრწამსისა თუ მატერიალური მდგომარეობისა.