„Air Baltic”-ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. „ბათუმი – ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულება“ – ამ სათაურით სტატია ავიაკომპანია ,,Air Baltic”-ის საბორტო ჟურნალში გამოქვეყნდა. საიმიჯო სტატიაში საუბარია მთისა და ზღვის პროდუქტების სინთეზზე, მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებზე, ასევე ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებზე. „არ აქვს მნიშვნელობა ისტორიით ხართ დაინტერესებული, არქიტექტურით, ბუნებით თუ უბრალოდ ზღვის სანაპიროზე დასვენებით, ბათუმს ყველა კატეგორიის ტურისტისთვის აქვს შესათავაზებელი პროდუქტი“, ნათქვამია სტატიაში.  სტატიას მკითხველი საბორტო ჟურნალის მაის-ივლისის ნომრებში გაეცნობა.

ავიაკომპანია “Air Baltic” 70-ზე მეტ მარშრუტს ახორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. ჟურნალი “Baltic Outlook” მგზავრებს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ, აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან, სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტის შეძენას. ჟურნალს საშუალოდ 300,000 მგზავრი ეცნობა. საიმიჯო სტატიის გამოქვეყნება იგეგმება ავიაკომპანია „Wizz Air” -ის საბორტო ჟურნალებშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები