ქართული ღვინო საფრანგეთში, გასტრონომიის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

ბაზრების დივერსიფიცირებისა და გაყიდვების ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში, ქართული ღვინო საფრანგეთის  ღვინისა და გასტრონომიის  პრესტიჟულ ფესტივალზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით წარდგა.

ფესტივალზე „Les Festives Gourmandes“, რომელიც ქალაქ შალონ-სიურ-სონში გაიმართა, კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა, საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა ილია კახოიძემ სტუმრებს 10 ქართველი მწარმოებლის ღვინოები გააცნო.

ფესტივალი „Les Festives Gourmandes” უკვე მეცხრამეტედ გაიმართა და მასში 100-მდე მონაწილემ, როგორც მწარმოებელმა ისე იმპორტიორმა,  სხვადასხვა დასახელების ღვინო წარმოადგინა.

ფესტივალს ყოველწლიურად 10 000-მდე სტუმარი, სომელიეები, ღვინის კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები