ლინა წიკლაური სუმი ჯოს საერთაშორისო კონკურსის ნახევარფინალშია

საფრანგეთში იმართება სუმი ჯოს ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ერთადერთი ქართველი  –  სოპრანო ლინა წიკლაური მონაწილეობს. მსოფლიოს მასშტაბით მრავალ მონაწილეს შორის იგი 24 საუკეთესოთა შორისაა.

ჟიურის წევრები არიან ცნობილი საოპერო თეატრების, როგორებიცაა მეტროპოლიტენ ოპერა და ლა-სკალა, კასტინგ დირექტორები, ასევე თავად სუმი ჯო.

კონკურსის დასკვნითი ეტაპები გაიმართება 5-14 ივლისს შატო ფერტე-იმბოში.

მარიამ ლინა წიკლაურმა დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი /ნიჭიერთა ათწლედი/, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა სოლო სიმღერის სპეციალობით. კონსერვატორიის საოპერო სტუდიის დადგმებში შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები: ქეთო – ვ. დოლიძის „ქეთო და კოტეში“, სუზანა – მოცარტის ოპერაში „ფიგაროს ქორწინება“, პაპაგენა – მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“, ჯილდა – ვერდის ”რიგოლეტო“, ლაურეტა და მუზეტა პუჩინის ოპერებიდან „ჯანი სკიკი“ და „ბოჰემა“. 2023 წელს ჰქონდა მეტად წარმატებული დებიუტი ევროპაში – მიიწვიეს შვეიცარიაში, ტიჩინოს საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც შეასრულა ელიზეტას მთავარი პარტია  დ. ჩიმაროზას ოპერაში „საიდუმლო ქორწინება“, 2024 წელს იტალიის ქალაქ მონცას ოპერის მიწვევით შეასრულა ნორინას პარტია დონიცეტის ოპერაში „დონ პასკუალე“, იგივე პარტია, ოღონდ განსხვავებული დადგმით შეასრულა ლუქსემბურგის საოპერო თეატრში. მონაწილეობდა არაერთ კონცერტში, მათ შორის, კონფლიქტისპირა რეგიონებში გასვლით კონცერტებში თბილისის ოპერის თეატრის დასთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები