იაკობ ნიკოლაძის წერილი „პარიჟიდან“

ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებლის, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებლის და მისი პირველი პრორექტორის იაკობ ნიკოლაძის წერილი დედას. (წერილი პარიზში ახლადჩასულმა იაკობმა დაწერა).

“საყვარელო დედა ბატონო!

პირველად თქვენს სიცოცხლეს ღმერთსა ვთხოვ.

თუ ჩემს ამბავს იკითხავთ, კარგად ვარ. დღეს ჩამოვედი პარიჟში – მარსელიდან. სტამბოლიდან გამოვედი ოთხშაბათს – და სამშაბათს მარსელში ჩამოვედი და მეორე დღეს აქა… ოთახი ვიქირავე მეოთხე სართულზე, 15 ფრანკად. ე.ი. ექვს მანეთად თვეში.

სადილი, ვახშამი, ყავა (აქ ჩაი არ არის, როგორც სტამბოლში) სულ 70 ფრანკად. ე.ი. ოცდარვა მანათად თვეში. შეიძლება ეს ძვირი იყოს, მაგრამ ვეცდები იაფიანი ვიშოვო. სახლის ქირა წინდაწინ გამომართვეს. სადილის კი თვის დამლევში უნდა მივცე.

სტამბოლიდან მარსელში მეოთხე კლასით წამოვედი. პარახოდში მივეცი 60 ფრანკი, ე.ი. 24 მანათი. მარსელიდან ორმოცდათვრამეტნახევარი ფრანკი, ე.ი. 23 მანათი და 30 კაპიკი…

აქ სულ სამი წელიწადი დავრჩები. თქვენ იცით, როგორ არ დამივიწყებთ… რა არის, რომ ერთი წერილი ვერ მომწერეთ…

სხვა რა მოგწეროთ, დედა… მალევე მოგწერთ პარიჟის ვითარებას… მხოლოდ ვიტყვი, რომ აქ სამოთხე ყოფილა…

შენი მორჩილი შვილი იაკობი

ჩემი ჯავრი ნუ გექნება. გზაში ისე შევისწავლე ენა, რომ კაცს თავისუფლად გავაგონებ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები