ნიუ-იორკის მერმა 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც  23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა.

პროკლამაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო მდიდარი ტრადიციებისა და კულტურის  მქონე ქვეყანაა. ხაზი გაესვა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართული დიასპორის როლს ქართულ-ამერიკული მეგობრობის შენარჩუნებაში.

მოამზადა ლელა ნინუამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები