ზაზა ნადირაძე მსოფლიოს თასის გათამაშების ვიცეჩემპიონია, ბადრი ყაველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პოლონეთის ქალაქ პოზნანში კანოესა და კაიაკში მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.  ტურნირზე ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ  ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 41,92 წამში დაფარა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

შეჯიბრებაზე ქართველმა ნიჩბოსანმა ბადრი ყაველაშვილმა ერთადგილიანი კაიაკით  200-მეტრიანი დისტანცია 36.60 წამში დაფარა და მესამე ადგილი დაიკავა. ოქროს მედალი უკრაინელ, ვერცხლი კი პოლონელ სპორტსმენებს ერგოთ.

ორი მოპოვებული მედლით გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები