26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!

1918 წლის 26 მაისს გოლოვინის გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ამიერკავკასიის სეიმმა უკანასკნელი სხდომა ჩაატარა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელმაც „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ ერთხმად დაამტკიცა.

1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!

ფოტოებზე პირველი რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრები

 

📸საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები