საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა შერეულ გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ძიუდოში აბუ-დაბის მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდური ასპარეზობით დაიხურა. საქართველოს ნაკრებმა, ისევე როგორც შარშან, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩვენი გუნდი (ნინო ლოლაძე, გიორგი ჩიხელიძე, ეთერ ასკილაშვილი, ლუკა ბაბუციძე, სოფიო სომხიშვილი, გურამ თუშიშვილი) პირველ შეხვედრაში უნგრეთს დაუპირისპირდა და 4:1 გაიმარჯვა. სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა საფრანგეთთან ნახევარფინალი, რომელიც 2:4 წავაგეთ. საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შედეგიანად იასპარეზა. ისევე როგორც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანიას  მოუგო (4:1) და ზედიზედ მეორედ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები