თეიმურაზ ლეჟავამ ღვინის დიპლომატიის პროექტის ფარგლებში ქართული ღვინო – “კაისტონი თეთრი” იოშიმურას გადასცა
საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ ღვინის დიპლომატიის პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო – “კაისტონი თეთრი” ოსაკის პრეფექტურის გუბერნატორს, ჰიროფუმი იოშიმურას გადასცა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი იაპონიის 47 პრეფექტურისათვის საგანგებოდ შერჩეული სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად იაპონიის რეგიონებში საქართველოს მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციას ისახავს.
ოსაკა 24-ე პრეფექტურაა, რომელსაც პროექტის ფარგლებში ქართული ღვინო გადაეცა.