ეროვნულ ბიბლიოთეკას რამდენიმე ასეული უნიკალური გამოცემა გადაეცემა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის შრევეპორტის კამპუსის სრულ პროფესორსა და კათედრის საპატიო გამგეს (Endowed Chair) ალექსანდრე მიქაბერიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა XVIII-XIX საუკუნის ისტორიის შესახებ წიგნები – რამდენიმე ასეული უნიკალური გამოცემა.

სტუმარმა ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი და იშვიათ გამოცემათა საცავი დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები