საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა

ბაქოში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ასპარეზობა დაასრულა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა გიორგი თოხაძემ (55 კგ), რომელმაც ფინალში თურქ ემრე მუთლუს ანგარიშით 9:0 სძლია. ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი ჩხიკვაძემაც (72 კგ), რომელმაც ლიეტუველი ვილიუს სავიცკასი 8:0 დაამარცხა.

კონტინენტის პირველობაზე ვიცე-ჩემპიონი გახდა აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) დაეუფლნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები