ნიკოლოზ მენაბდემ კონკურსზე “Goldene Note” წარმატებით დაუკრა

დასრულდა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი “Goldene Note”. კონკურსში პატარა ქართველი ემიგრანტი – ნიკოლოზ მენაბდე მონაწილეობდა, რომელმაც თავისი შესრულებით გულგრილი არ დატოვა მაყურებელი და ყველას დაამახსოვრა თავი. იგი კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე იყო და დიპლომთან ერთად სწორედ ყველაზე პატარა მონაწილის პრიზიც მიიღო.

ნიკოსთვის ეს პირველი კონკურსი არ იყო. მას ავსტრიის მუსიკალური სკოლების მოსწავლეთა 2 კონკურსი აქვს მოგებული თავის ასაკობრივ ჯგუფში (7 წლის და 8 წლის ბავშვებში), ორ ინსტრუმენტზე – ვიოლინო და ფორტეპიანო. ახლა მორიგი კონკურსისთვის ემზადება.

ნიკოლოზ მენაბდე კიევში, მუსიკალურ ოჯახში დაიბადა, მამას, დირიჟორ მიხეილ მენაბდეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, დედა კი იულია რუბანოვა ვიოლინოზე უკრავს და კიევის ფილარმონიის მეორე კონცერტმაისტერია. 20017 წელს მთელი ოჯახი საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდა. ნიკომ 5 წლის ასაკში დაიწყო ვიოლინოს და ფორტეპიანოს შესწავლა, მას ძალიან უყვარს პუბლიკისთვის დაკვრა. როგორც გითხარით, მას ორი პირველი ადგილი აქვს აღებული კონკურსში, სადაც ვიოლინოზე უკრავდა და ორი პირველი ადგილი კონკურსში, სადაც ფორტეპიანოზე უკრავდა. ნიკო კლოსტერნოიბურგის სკოლაში დადის, ის ახლა IV კლასშია, მას ძალიან უყვარს მათემატიკა, სპორტი – ძიუდო და ცურვა, ველოსიპედი, გორგოლაჭებით სრიალი. როგორც ამბობენ ძალიან კრეატიული და შემოქმედი ადამიანია და დარწმუნებულები ვართ, კიდევ ბევრჯერ გავიგებთ მის სახელსა და გვარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები