გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონის ესპანეთის ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხდა. გამოკითხვის შედეგები, რომელშიც მონაწილეობას ესპანეთის ჩემპიონატის კლუბების მწვრთნელები, მოთამაშეები, მასმედიის წარმომადგენლები და ქომაგები იღებდნენ, 14 მაისს გახდა ცნობილი.

შედეგად, გაირკვა, რომ სიმბოლური ხუთეულში, შერმადინის გარდა, ფაკუ კამპაცო (რეალი), ანდრეს ფელისი (ხუვენტუტი), მარკუს ჰოვარდი (ბასკონია) და დილან ოსეტკოვსკი (უნიკახა) მოხვდნენ.

ქართველი კალათბურთელი 2-ჯერ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე, 4-ჯერ კი ტურის საუკეთესოდ დაასახელეს. მისი საშუალო მაჩვენებლები (32 მატჩში) 12.0 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.4 პასი, 0.8 დაფარება და 0.5 ჩაჭრა იყო, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17.7-ს გაუტოლდა. შერმადინს საუკეთესო მატჩი ბილბაოსთან ჰქონდა, როდესაც 25 ქულა (7-დან 7 საჯარიმო, 10-დან 9 ორქულიანი), 5 მოხსნა, 4 პასი, 4 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 43-ს გაუტოლდა”, – წერს ACB ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

აღნიშნული გამოკითხვის მიზანი ასევე სეზონის MVP-ის გამოვლენაა, რისი შანსიც ქართველ ცენტრსაც აქვს. ეს ტიტული შერმადინს ორჯერ აქვს მოგებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები