საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 8 მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – იოან პოპოვიჩის მემორიალზე 8 მედალი მოიპოვა და 14 ქვეყნის ნაკრებს შორის, საერთო გუნდურ ჩათვლაში, პირველი ადგილი დაიკავა.

10 წონითი კატეგორიიდან 4-ში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველი ჭაბუკები ავიდნენ. ჩემპიონები გახდნენ: მათე ცინაძე (51 კგ), გიორგი მაისურაძე (55 კგ), კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ) და გიგია ლუქუნიძე (110 კგ).

ლევან ნოზაძემ (45 კგ) და გიორგი წურიაშვილმა (51 კგ) – ვერცხლის, ლუკა ბერიშვილმა (80 კგ) და ელგუჯა ლომიძემ (92 კგ) – ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კვინიკაძემ და მწვრთნელებმა ვანო ყვარელაშვილმა, მალხაზ ჯორბენაძემ და ოთარ თუშიშვილმა ჩაიყვანეს. მათ გარდა, დელეგაციაში იყო ექიმ-რეაბილიტოლოგი შოთა შავდია და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გელა გელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები