ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში ქართველმა პარასპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს – ლია ჩაჩიბაია, ნატალია ოჩიგავა და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.
ქართველებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მასპინძელი ქვეყნის პარასპორტსმენები დაამარცხეს.