ქართველი და აფხაზი მწერლების რომანები ნიდერლანდურ ენაზე ითარგმნა
ქართველი და აფხაზი მწერლების რომანები ნიდერლანდურ ენაზე ითარგმნა და ერთ წიგნად გამოიცა.
გურამ ოდიშარიასა და დაურ ნაჭყებიას ნაწარმოებები არჩილ ჯავახაძემ თარგმნა, წიგნის პრეზენტაცია კი ნიდერლანდებში, საქართველოს საელჩოში შედგა.
პრეზენტაციას ნიდერლანდების სამეფოსა და საფრანგეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ჰოლანდიელი წიგნის მოყვარულები დაესწრნენ.