საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფში ასპარეზობს
ისტორიაში პირველად საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფში ასპარეზობს. ქართველმა ხელბურთელებმა პირველ შეხვედრაში ავსტრიელებს „თბილისის არენაზე“ უმასპინძლეს და დაძაბული მატჩი ანგარიშით 25:27 დათმეს. საპასუხო შეხვედრა 12 მაისს ვენაში გაიმართება და ორი მატჩის შედეგებით გამარჯვებული ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებს.
ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფში თამაშის უფლება ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ მოიპოვა.