საფრანგეთში, სილამაზის კონკურსზე „Mais Armoriqu” მეორე ადგილი ქართველს ერგო!

გუშინ, საფრანგეთში, ლუვინიე დუ დეზერში (Louvigné-du-Déser) ჩატარდა სილამაზის კონკურსი, რომელშიც ფრანგების გარდა საქართველოდან, რუსთაველი მარი ლაშხიც მონაწილეობდა. „Miss Armmorique“-ის კონკურსზე მას მეორე ადგილი მიაკუთვნეს.  როგორც მარის დედამ, ირინა დუდაშვილმა გვითხრა, შემდეგი ეტაპი „Miss Bretagne“-ზე გამოსვლაა, თუკი, რა თქმა უნდა, მისი ქალიშვილი მოისურვებს. 

მარი დედასთან და მამასთან, სპარტაკ ლაშხთან ერთად უკვე 22 წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს. კონკურსს ესწრებოდა მარის ოჯახის ახლობელი, ჩვენი თანამემამულე, ნანა ხაჩიძე, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები