საქართველო ჰაიდელბერგის წლევანდელ ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, 26 აპრილიდან 5 მაისამდე გაიმართება ჰაიდელბერგის 41-ე თეატრალური ფესტივალი, რომელიც თანამედროვე თეატრის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ ფესტივალს წარმოადგენს.
საქართველო, რომელსაც კულტურისა და თეატრის მრავალფეროვანი ისტორია გააჩნია, ჰაიდელბერგის წლევანდელ ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება, სადაც წაიკითხება ქართველი ავტორების 3 პიესა და წარმოდგენილი იქნება 4 ქართული სპექტაკლი. ფესტივალი ასევე ქართველი მუსიკოსების კონცერტით გაიხსნება.