ლევილის ქართველთა მამული მაისში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლებს

ლევილის ქართველთა მამულში ხელოვანთა რეზიდენციის რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა და მაისში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლებს.

ლევილის ქართველთა მამულის იმ ნაწილში, რომელიც ძველად ლე ჰამოს სახელით იყო ცნობილი, ქართველი ხელოვანებისათვის სარეზიდენციო სივრცეები  მოეწყო. ამ მიზნით რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლე ჰამოში მდებარე შენობა-ნაგებობებს. ამჟამად მიმდინარეობს საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეების აღჭურვა.

რეზიდენციაში მოეწყო ექვსი სტუდიოს ტიპის აპარტამენტი, ხოლო ექსტერიერში გაკეთდა ტერასა, სადაც მომავალში კაფე მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები