გიორგი გიგაშვილი ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ-არტისტი გახდა

გიორგი გიგაშვილი ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ – არტისტი გახდა. 2024 წლის ოქტომბერში მას 4 კონცერტი ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

„ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტი გავხდი 2024 წლის ოქტომბერში, 4 კონცერტით..

6 ოქტომბერი – ფესტივალის გახსნა. დავუკრავ “ეროიკა” ვარიაციებს.

10 ოქტომბერი – მე და ნინი ნუცუბიძეს გვექნება პრემიერა, როგორც დუეტს, ქართული სიმღერებით.

12 ოქტომბერი – მე და ნიკალა ზუბიაშვილიi. „სერიოზული მუსიკით”. ელექტრონული და კლასიკური მუსიკის სინთეზი.

15 ოქტომბერი – რაც ყველაზე მეტად მახარებს, ანსამბლ “რეზონანსთან” შევასრულებ, ვიდირიჟორებ და პრემიერა მექნება: შნიტკეს საფორტეპიანო კონცერტის კამერულ ორკესტრთან ერთად, ყანჩელის „ვალს-ბოსტონის” კამერულ ორკესტრთან ერთად და ჩემი ნაწარმოების!!!!!! კამერული ორკესტრისთვის, ფორტეპიანოსა და ელექტრონული საუნდისთვის.

მოკლედ, არც კი ვიცი, რამდენი მადლობა უნდა ვთქვა.

💘💘💘💘💘💘💘💘💘💘💘💘“ – წერს გიორგი გიგაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები