საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის ტურნირზე პირველ დღეს 7 მედალი მოიპოვა

რუმინეთის ქალაქ კლუჟში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ვალერიუ ბულარკას მემორიალზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა შორის, გუშინ, ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში გათამაშდა მედლები და აქედან სამში ოქროს საქართველოს ნაკრების წევრები დაეუფლნენ.

ჩემპიონები გახდნენ: ნიკოლოზ ბელქანია (38 კგ), ნიკოლოზ კუტუბიძე (44 კგ) და შოთა ტაბატაძე (85 კგ), ხოლო გიორგი აზნაურიშვილი, გიორგი ჩაჩუა (ორივე 44 კგ), დავით შავაძე (52 კგ) და დავით მხეიძე (62 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა, ფინალურ ბლოკში შვიდი შეხვედრა ჩაატარა და შვიდივე მოიგო!

დღეს მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. ამ წონებში უკვე ჩატარდა წინასწარი ეტაპებისა და ნახევარფინალური შეხვედრები.

დავით ლობჟანიძემ (41 კგ) და ლუკა მიქაუტიძემ (68 კგ) დღე წაუგებლად ჩაამთავრეს და ფინალში იჭიდავებენ. ლაზარე გოგოტიშვილი (57 კგ) რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. ასევე ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებენ ბრძოლას ვეფხვია მგელაძე, გიორგი ვაშაყმაძე (ორივე 44 კგ) და ამიკო ცეცხლაძე (57 კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები